რეზონანსი
07.04.2019

 (რეზონანსი) სავარაუდო სუიციდი ხაშურში - 30 წლის ქალმა თავი მოიკლა. ოჯახის წევრებმა ის ჩამომხვრჩალი საკუთარი სახლის სარდაფში იპოვეს.

პრაიმტაიმს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა უამბო, რომ ახალგაზრდა ქალის მეუღლე ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და სასმელის მიღებას ცოლსაც აიძულებდა. ნათესავის თქმით, ამის გამო ოჯახს პრობლემა არაერთხელ შექმნია

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილმა თვითმკვლელობა რამდენიმე თვის წინაც სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×