რეზონანსი
07.04.2019

 (რეზონანსი) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბაქრაძის ქუჩასთან. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

პირველი არხის ინფორმაციით, დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი და მისი დედა.

მომხდარის შემდეგ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დაშავებული ბავშვის მამასა და მეორე ავტომობილის მძღოლს შორის. მძღოლი სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×