რეზონანსი
07.04.2019

 "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელმაც პატრულის მტკიცებით საგზაო მოძრაობის წესები გორის სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარღვია, პატრულს არაერთხელ უთხრა, რომ ჯარიმას უსამართლოდ უწერდნენ.

ცოლ-ქმრის პროტესტის მიუხედავად, პატრულმა "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლს ჯარიმა მაინც დაუწერა.

"არ მოგახმაროს ღმერთმა ეს ჯარიმა", - უთხრა 50 წლამდე ასაკის ქალმა გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მას შემდეგ, რაც პატრულმა მისი მეუღლე საგზაო წესების დარღვევისთვის დააჯარიმა.

"შენსკენ იყოს ეს ყველაფერი", - უპასუხა პატრულმა.

(რადიოი მოზაიკა)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×