რეზონანსი
06.04.2019

 (რეზონანსი) ქარელის რაიონში, სოფელ საღოლაშენში, სადაც ხარაზიშვილების ოჯახმა ნატაძრალ ადგილზე აშენებული სახლი დაანგრია, საძირკველში ჩატანებული ეკლესიის ქვები და სვეტები იპოვნეს.

ყველაფერი ორი თვის წინ დაიწყო, როცა ოჯახის წევრებმა 18 წლის ლავრენტის უცნაური ქცევები შენიშნეს. მშობლები ამბობენ, რომ მოზარდი ხშირად საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, განმარტოებას ცდილობდა და ამ დროს ვიღაცას ეჩხუბებოდა, ბიჭი აგრესიული გახდა და მისი ქცევები არაადეკვატური იყო. ამის შემდეგ პრობლემები ლავრენტის დედას, ლალი მღებრიშვილსაც დაეწყო. ოჯახმა მოგვიანებით გაარკვია, რომ მათი სახლი ძველი ტაძრის ნანგრევებზე იყო აშენებული და უჩვეულო მოვლენებიც სწორედ ამას დაუკავშირა...

ოჯახის წევრების და სოფლის ეკლესიის მოძღვრის თქმით, სახლის მშენებლობისას გამოყენებული იყო დანგრეული ძველი ტაძრის ოთხკუთხა ქვები, სვეტები და თაღოვანი სარკმლის ფრაგმენტები.

(ამბები.ჯი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×