(რეზონანსი) 81 კგ წონით კატეგორიის ფინალში ლუკა მაისურაძე (425 ქულა, N29) იტალიელ ხრისტიან პარლატის (630 ქულა, N22) შეხვდა. ლუკამ იტალიელი წუთნახევარში დაამარცხა იპონით და ანტალიის გრან პრის ოქროს მედლის მფლობელი გახდა!
შეგახსენებთ, ფინალისკენ მიმავალ გზაზე ლუკა მაისურაძემ (425 ქულა, N29) ნიდერლანდელი ჯიმ ჰეიჯმანი (187 ქულა, N68) 31 წამში დააგდო იპონზე, წონის ერთ-ერთ ლიდერ ბელგიელ მათიას გასეს (1609 ქულა, N5) ოქროს დროის მე-4 წუთის დასაწყისში ვაზარით მოუგო. უკრაინელ ბოგდან ზუსკოს (44 ქულა, N146) ლუკა მაისურაძემ მე-3 წუთის დასაწყისში აღებულ ვაზარს 22 წამის შემდეგ იპონი მიაყოლა. პულის ფინალში ლუკა გამოცდილ კანადელ ანტუან ვალუა-ფორტეს (422 ქულა, N30) მე-2 წუთის დასრულებამდე 24 წამით ადრე აღებულ ვაზარს, მესამე წუთის დაწყებიდან 5 წამში მეორე დაამატა და იპონით გაიმარჯვა.
ნახევარფინალში ლუკა მაისურძის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი, რუსი ხასან ხალმურზაევი (1049 ქულა, N12). ლუკამ ტოლი არ დაუდო ტიტულოვან მეტოქეს და ის ვაზარით დაამარცხა.