ფოთის სტადიონზე საშხაპე არასწორად დაამონტაჟეს. "სრიალით შევიდეს ფეხბურთელი? რაფერ შევიდე, რაფერ? ვერ შევდივარ", – ამბობს ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია ვიდეოში და ჟურნალისტებს არასწორად დამონტაჟებულ საშხაპეს აჩვენებს, სადაც მართლაც ან ოთხადმოკეცილი თუ შეხვალ ან სრიალით თუ შეცურდები.
სოციალურ ქსელში ამ თემას სახალისოდ ეხმიანებიან:
"ივანიშვილი სპორტში მოსვლას ხომ არ აპირებს? და თავის ზომაზე გააკეთა ბარემ"
"აქ შესვლა-გამოსვლით მაინც ივარჯიშონ, ისე არაფერს აკეთებენ"
"სად მოძებნეს ამდენი უტვინო, რაც კეთდება, ყველაფერი უხარისხოა. ვინც ბიუჯეტიდან ხალხის ფულს ჭამს, 100-ჯერ მეტი უნდა უკან მოვატანინოთ, აი, მერე ნახეთ გაჭირვებული გლეხის გრიალი. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის"
"რა სპორტიცაა ქვეყანაში, ის საშხაპეებია. მეტს არ იმსახურებს დღევანდელი ფეხბურთი".