რეზონანსი
06.04.2019

 (რეზონანსი) ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში პოლიცია დავით ბაგრატიონის ნაცვლად, მის ადვოკატს, ლევან ჩხეიძე კითხავს.

ადვოკატის თქმით, მოწმედ მისი დაბარება არასწორია. ადვოკატი განყოფილებაში მის უფლებადა,ცველთან ერთად გამოცხადდა.

„პირველი აპრილი ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდა ვიღაც. მაგრამ 5 აპრილი, მგონი, ხუმრობის დღე არ არის. ადვოკატის დაბარება საქმეზე მოწმედ, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის. ეტყობა, გამოძიებას ისე უჭირს, რომ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ჩემგან უნდათ, რაიმე მტკიცებულებები ამოიღონ. მოგახსენებთ, რომ პირადად მე იმაზე, რასაც ქალბატონი ანა საუბრობდა, არაფრის შემსწრე, მომსწრე და მნახველი არ ვარ. ყველა ინფორმაცია, რაც ვიცი, ვიცი ჩემი მარწმუნებლისგან, ჩემი კლიენტისგან, ბატონი დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისგან და ისიც, გადმომეცა ინფორმაცია, როგორც ადვოკატს და შესაბამისად, ეს ინფორმაცია დაცულია პრივილეგიით," - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ლევან ჩხეიძის ადვოკატის, კახა წერეთლის თქმით, გამომძიებლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით.

სამეფო გვარის წარმომადგენელმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა სკანდალის შემდეგ ქვეყანა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×