რეზონანსი
06.04.2019

 (რეზონანსი) ბარსელონაში სპეცოპერაციის შემდეგ, საქართველოს დაკავებული 30 მოქალაქიდან სასამართლომ მხოლოდ ორი გაათავისუფლა.

"კურიერის" ინფორმაციით, დანარჩენი დაკავებულებიდან ისინი, ვისაც ესპანელი სამართალდამცველები კრიმინალური დაჯგუფების წევრობას ედავებიან, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. ისინი კი, ვინც ესპანეთში არალეგალურად იმყოფებიან, საემიგრაციოში გადაიყვანეს. თუმცა, ოფიციალური განმარტება, რა ბედი ელით დაკავებულ ქართველებს, ესპანეთის ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა.

უცნობია იმ 20-მდე ოჯახის ბედიც, რომელიც მიტოვებულ სკოლის შენობაში იმყოფებოდა, სადაც მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×