(რეზონანსი) რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართელი გაიტაცეს. ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული სოფელ შამგონის მკვიდრი, 38 წლის გელა როსტობაია გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
გაცატებულის მამა იანურ როსტობაიას თავისი შვილის მიერ ე.წ. საზღვირის გადაკვეთის ვერსიას გამორიცხავს. მისი თქმით, ისინი მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ და სათევზაოდ არაერთხელ წასულან, თუმცა გაღმა ნაპირზე არასოდეს გადასულან.
„ჩვენ საზღვართან ახლოს ვცხოვრობთ და არ გვესწავლება აქაური სიტუაცია. არასოდეს გადასულა გაღმა ნაპირზე. აქეთ გადმოსვლა მათ არ გაუჭირდებოდათ და არც ის იქნება გასაკვირი - იარაღიანი კაცი რომ დაგადგება, შენი ფეხით გადახვალ იქით. წყლის დონე დაბალია. საზღრის კვეთას ედავებიან, ახლა ის ვიცი რომ გალშია, მაგრამ როდის გამოშვებენ, არ ვიცი. ასეთ შემთხვევაში ჯარიმით ან რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ უშვებენ. ახლა როგორ იქნება არ ვიცი", - ამბობს იანურ როსტობაია "ინტერპრენიუსთან".
როსტობაიების ოჯახში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.