რეზონანსი
06.04.2019

 ზუგდიდში, რამდენიმე დღის წინ კაცის დაჭრის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი, დაზარალებულის სიმამრი დააკავეს. შს სამინისტროში "პირველს" უთხრეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

118-ე მუხლი ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, 236-ე კი- ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კონფლიქტის მიზეზი, არსებული ინფორმაციით, წყვილის მალულად დაქორწინება გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×