"ფეისბუქს" პერსონალური ინფორმაციის დაცვის თვალსაზრისით კვლავ პრობლემები აქვს. სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებელის მონაცემები "ამაზონის" საჯარო სერვერებზე აღმოაჩინეს.
სერვერებზე სოცქსელის მომხმარებელთა ორი განსხვავებული ჯგუფის პერსონალური ინფორმაცია მოხვდა. პირველი დაკავშირებულია მექსიკურ მედია კომპანისთან Cultura Colectiva, რომელიც 540 მილიონზე მეტი მომხმარებლის განსხვავებულ ინფორმაციას აერთიანებს. ლაპარაკია "ექაუნთის" მფლობელის მოწონებებზე, კომენტარებზე, სახელებსა და "ფეისბუქის" მისამართებზე.
მეორე ჯგუფი კი "ფეისბუქის" ერთ-ერთ აპლიკაციას უკავშირდება, რომელმაც სერვერებზე შიფრის გარეშე 22 ათასი მომხმარებლის პაროლები განათავსა.
"ფეისბუქმა" გასულ თვეს შიდა სისტემაშიც აღმოაჩინა ხარვეზი, რომელიც სოცქსელის თანამშრომლებს მომხმარებლების ანგარიშების მილიონობით მომხმარებელზე აძლევდა წვდომას.
სოციალური ქსელის 15-წლიან ისტორიაში სოცქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.