რეზონანსი
05.04.2019

 რამდენიმე საათიანი შეხვედრის შედეგად ყოფილმა სამხედრო მფრინავმა ეკატერინე ქვლივიძემ და თავდაცვის სამინისტომ შეთანხმებას მიაღწიეს. მფრინავი ქალი 28 ათასი ლარით აღარ დაჯარიმდება. აუდიენცია თავდაცვის სამინისტროში ეკატერინე ქვლივიძეს, ლევან იზორიასა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან ვლადიმერ ჩაჩიბაიას მონაწილეობით გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამხედრო მფრინავმა - ეკატერინე ქვლივიძემ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოიტანს და ის 28 ათასი ლარით აღარ დაჯარიმდება. ასევე, ეკატერინე ქვლივიძის განმარტებით, მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ის საკუთარ კვალიფიკაციას შეინარჩუნებს. თავდაპირველად საავიაციო ინსტიტუტში მფრინავ ინსტრუქტორად იმუშავებს, მოგვიანებით კი, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მფრინავის თანამდებობაზე აღდგება.

სამხედრო მფრინავი თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა. უწყება კი ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სთხოვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×