რეზონანსი
05.04.2019

 ირაკლი კობახიძის, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დასასრული ახლოვდება. საუკეთესო შემთხვევაში, მას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომა წელიწადნახევარი მოუწევს, ვიდრე მე-9 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება არ ამოეწურება. 

"2020NEWS"-ის ინფორმაციით, კობახიძე მზად არის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სანაცვლოდ, პარლამენტის თავმჯდომარეობა ვადაზე ადრე დათმოს.შესაბამისად, დეპუტატების იმ ნაწილს, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ სოლიდურია და რომელთაც მიაჩნიათ, რომ კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი არ უნდა იყოს, შესაძლოა მისი იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება აღარც დასჭირდეთ. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, იმპიჩმენტის საკითხი აქტიურად განიხილება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც.

მოქმედი კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ირჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობიდან. იმავე კანონმდებლობის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა და მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეობა, შეუძლია სამართლის დარგის სპეციალისტს, იმის მიუხედავად, ექნება თუ არა მას მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული ან სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება. ამდენად, ირაკლი კობახიძეს პირველ მოსამართლედ გახდომის შესაძლებლობას კანონი არ უზღუდავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×