რეზონანსი
05.04.2019

 (რეზონანსი) განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ნათია ზედგინიძის განცხადებით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა, განმეორებით, მესამე მოსმენით ისევ მოხდება.

მისივე თქმით, პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა, ისევ დაჩქარებული წესით მოხდება.

"პარლამენტის დადგენილი რეგლამენტით, შესაძლებელია და უახლოეს მომავალში აღნიშნული კანონის პროექტს გუნდი დააყენებს კენჭისყრაზე მესამე მოსმენით. რაც შეეხება თავად კანონის პროექტს, ეს გახლავთ, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან სკოლებში გამოსაშვები გამოცდების, ე.წ კატის გამოცდების გაუქმებას. ამიტომ უახლოეს მომავალში მოხდება დადგენილი რეგლამენტითა და წესების სრული დაცვით, განმეორებით მესამე კენჭისყრა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.

კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×