რეზონანსი
05.04.2019

 (რეზონანსი) საბერძნეთში კიდევ ერთი ქართველი "კანონიერი ქურდი" დააპატიმრეს. ამჯერად ბერძნენმა სამართალდამცავებმა ხელბორკილები 35 წლის კლიმენტი ქალდანს დაადეს, რომელიც კრიმინალურ წრეებში "კემეს" მეტსახელით არის ცნობილი.

მას ცოტა ხნის წინ, საბერძნეთში დაკავებული ქართველების მსგავსად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობასა და ბინების ძარცვას ედავებიან. 

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 18 მარტს დააკავეს, რომელსაც ე.წ. "კანონიერი ქურდი" 38 წლის გიორგი ენდელაძე ხელმძღვანელობდა.

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა საქართველოს იმ მოქალაქეების ვინაობა, რომელიც ამ ოპერაციის ფარგლებში ე.წ. "კანონიერ ქურდთან" ერთად დააპატიმრეს. ესენი არიან: თამაზ კოღუაშვილი, ასმათ ვარდანაძე და თორნიკე ვარდანაძე, რომელიც ერთდროულად რამდენიმე შეცვლილი გვარით სარგებლობდა, მათ შორის "თორნიკე მინდაძის" და "თორნიკე შალიკიანის".

რაც შეეხება თავად გიორგი ენდელაძეს, მას კრიმინალურ წრეებში "თავას" მეტსახელით იცნობენ. "კანონიერი ქურდი" საქართველოში ოჯერ არის ნასამართლევი. პირველად 2001 წელს დააკავეს და 2006 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, თუმცა იმავე წლის აგვისტოში კვლავ ციხეში შეაბრუნეს და ერთი წლის შემდეგ გაუშვეს. გიორგი ენდელაძე "კანონიერი ქურდად" თბილისის N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2004 წელს "აკურთხეს".

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×