რეზონანსი
05.04.2019

 (რეზონანსი) ივნისის თვეში "ქართული მარშის" ბაზაზე პოლიტიკური ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტი" შეიქმნება - ამის შესახებ განცხადება "ქართული მარშის" წარმომადგენელმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.

მისი თქმით, პოლიტიკური ორგანიზაცია რამდენიმე ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნება - "არმიის კონტროლის სამოქალაქო ჯგუფი", " მოძრაობა ეროვნულები", ორგანიზაცია "ფარი" და "ქართული მარში".

ამასთან, სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის არჩევნებში. ასევე აქტიურად იქნება ჩართული ზუგდიდის მერის არჩევნებში, ხოლო შუალედურ არჩევნებში ისინი მხოლოდ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს გამოუცხადებენ მხარდაჭერას.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×