რეზონანსი
05.04.2019

 (რეზონანსი) მაქსიმუმ ორ კვირაში, ზამთრის ვირუსების ტალღა შეწყდება, - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„100 000 მოსახლეზე 100 მომართვიანობაა. გახსოვთ, რომ 300-მდე იყო მომართვიანობა და ახლა ნაკლებია. ამასთან, დაიწყო სხვა ტიპის ვირუსებიც და არა გრიპის. ჯერ კიდევ ცივა. რაც უფრო მალე დათბება, მალე გავა ეს ვირუსები. არაფერი საგანგაშო არ ხდება, უბრალოდ ჩვეულებრივი გაზაფხულის ამბავია. ავადობა ისეთია, როგორიც შარშანწინ და შარშან იყო ამ დროს, უბრალოდ, ყურადღება ყოველთვის არის მისაქცევი. მაქსიმუმ ორი კვირა და ზამთრის ვირუსები თავს დაგვანებებს", - განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, გაციების ვირუსების ტალღის გადავლის შემდეგ, გაზაფხულის პერიოდში, თავს იჩენს ხოლმე ტკიპებით გადაცემადი დაავადებები.

„სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში ცოტაა ამ დაავადებების შემთხვევები, თუმცა მაინც შეიძლება შევხვდეთ გარკვეულ რაოდენობას სხვადასხვა ტკიპებით გადაცემადიდაავადებებისას. შეიძლება იყოს მძიმე შემთხვევები, როგორიცაა კონგოს ცხელება და ნაკლებად მძიმე ანუ ვორელიოზი. თუმცა, ამის რისკი გაცილებით მეტია თუკი ევროპის ქვეყნებში წახვალთ და ტყეში გაისეირნებთ", - განაცხადა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×