რეზონანსი
05.04.2019

 ბარესლონაში, სპეცოპერაციის დროს საქართველოს დაკავებული მოქალაქეები პოლიციის იზოლატორში არიან გადაყვანილნი. მათი ესპანეთში დარჩენის გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა მიიღოს.

ქვეყანაში მცხოვრები ქართველების ნაწილი კი გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

ბარსელონაში მცხოვრები ქართველების დასაკავებლად სპეცოპერაცია გუშინ ჩატარდა. შენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს წელიწადზე მეტია ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტებს აქვთ დაკავებული.

"როგორც ესპანეთის მხარე აცხადებს დაკავებულია დაახლოებით 11-მდე ქართველი, რომლებიც შემჩნეული არიან კრიმინალში, ბინების გატეხვაში, გაქურდვაში. დაახლოებით 200-მდე პოლიციელი შევიდა, ალყა შემოარტყეს შენობას და ძირითადად პოლიცია ამბობს, რომ ეს იყო კრიმინალების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია.

ქართველები ამ მდგომარეობაში არიან დავით ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ. ძალიან გაფუჭდა ქართველების მდგომარეობა. იმ ქართველების, რომლებიც ოჯახებთან არიან, პატარა ბავშვებთან ერთად არიან. წითელ ჯვარში აღარ იბარებენ და ხალხი არის ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში", - განცხადა "კურიერთან" საუბრისას ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა გიორგი ნოზაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×