რეზონანსი
05.04.2019

 საბანკო რეგულაციები არ გადაიხედება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "მოამბის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემა, ხშირ შემთხვევაში თაღლითური, როდესაც წინასწარ, გაკოტრებისთვის განწირული სესხები გაიცემოდა და ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მძიმე და კაბალურ პირობებთან ჰქონდათ შეხება ჩვენ მოქალაქეებს, როდესაც ადამიანიაიღებდა სესხს, მაგალითად, 1000 ლარს, დაფარავდა 800 ლარს ძირ თანხას, რჩებოდა 200 ლარი და გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორი უანგარიშებდა ჯარიმას 1000 ლარიდან; ან სხვა შემთხვევები, როდესაც ადამიანი შეიძენდა საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ამის გამო, შესაძლოა, ბინა დაეკარგა; როდესაც გვქონდა 300 და 500-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთები, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს და ეს ჩაბარდა წარსულს", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×