რეზონანსი
04.04.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევა სიკვდილით დასჯა დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით შემოტანაზე. ინფორმაციას ამის შესახებ “აფსნი პრესი” ავრცელებს. საუბარია დიდი რაოდენობის ნარკოტიკებით ექსპორტსა და იმპორტზე.

ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, დიდი ოდენობის ნარკოტიკების ფლობისთვის სასჯელის ზომა სამუდამო პატიმრობა იქნება,  განსაკუთრებულ ზომად კი სიკვდილით დასჯას შემოიღებენ. კანონი პირველი მოსმენით 2018 წელს მიიღეს, მეორე მოსმენა კი სამშაბათს იყო, სადაც მას ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×