"პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი გიორგი ლომია მიიჩნევს, რომ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები თავადვე ქმნიან ისეთ ფონს, რომ მათსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის გაყოფა მოხდეს, რაც ერთგვარ პრივილეგიად იქცა მათთვის.
"ლგბტ საზოგადოებას მიენიჭა რაღაც პრივილეგია და ამ პრივილეგიის მინიჭებით იმ საზოგადოების ნაწილის დისკრედიტაცია მოხდა, ვინც არ ეკუთვნის ლგბტს, მაგრამ ამაზე არავინ არ საუბრობს.
მე ვამბობ, რომ ჩვენ არ ვართ განსხვავებულები. ჩემი ან ვინმეს სექსუალური ორიენტაცია არავის არ უნდა აინტერესებდეს, მე ვარ ჰეტეროსექსუალი, ის არის ბისექსუალი ან ტრანსგენდერი, სულ ერთია ჩემთვის, როგორც ადამიანი ის ხომ ისეთივეა.
რატომ ცდილობს ლგბტ საზოგადოების წევრი თქვას, რომ ის არის ჩემგან განსხვავებული. მე არ ვეუბნები, რომ განსხვავებულია და ის თვითონ ამბობს, რომ არის განსხვავებული", - განაცხადა ლომიამ "ობიექტივის" ეთერში სტუმრობისას.