რეზონანსი
04.04.2019

 (რეზონანსი) ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ესპანეთში თავშესაფარს ითხოვენ, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ბარსელონაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტმა აცნობა, საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა, რომლებიც წითელმა ჯვარმა არ შეიფარა, სკოლას შეაფარა თავი.

სკოლის შენობაში მშობლებთან ერთად იმყოფებიან არასრულწლოვნებიც.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი ამ წუთებში სკოლასთან მობილიზებულია პოლიციის მრავალრიცხოვანი კოლონა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს სკოლის ტერიტორიას ატოვებინებს, ნაწილს აკავებს, ნაწილი კი საემიგრაციო სამსახურში გადაჰყავთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში გააკეთებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×