რეზონანსი
04.04.2019

 (რეზონანსი) კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია - არა!, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა.

იზორიამ ხაზი გაუსვა, რომ „ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია".

„თქვენ ჩემი პოზიცია იცით, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსათვის. ჩვენ კონკურენტულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც განსაკუთრებით ნატოსთვის ეს საფრთხე არის მწვავე. შესაბამისად, შეკავებისა და თავდაცვის განახლებული პოლიტიკა, რომლის ერთგულებიც ჩვენ ჩვენი რეფორმებით ვართ, იმას ემსახურება, რომ ამ კონკრეტული საფრთხის შეკავება მოხდეს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას უსმენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×