რეზონანსი
04.04.2019

 (რეზონანსი) გაძვირდება თუ არა პურპროდუქტები საქართველოში? - საკითხს დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა გამოეხმაურა.

როგორც თურნავა, ამბობს, საქართველოში პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს და რიგი ფაქტორების გათვალისწინებით მწარმოებლებს პირიქით ფასის კლების შესაძლებლობაც ექნებათ.

მაგალითად, თურნავამ კომპანიებისთვის გაზმომარაგების და ელექტროენერგიის მიწოდების უკეთესი პირობების შეთავაზება დაასახელა. საკითხის გააქტიურება საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის ტენდენციამ გამოიწვია.

„უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სენსიტიური ჯგუფი, რომელიც პირველ რიგში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. თუკი რამე პრობლემა დაიბადა, მზად ვართ, მათთან საკონსულტაციოდ.

გარდა ამისა, ვქმნით კონკურენტულ ელექტროენერგიის ბაზარს, კონკურენტულ გაზის ბაზარს, რაც ასევე მისცემთ საშუალებას, რომ პირიქით, შეამცირონ თავისი დანახარჯები და კვლავ შეინარჩუნონ მიმზიდველი ფასები",- განაცხადა თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×