რეზონანსი
04.04.2019

 (რეზონანსი) 88 წლის ასაკში ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია მოსკოვში გარდაიცვალა.

ის საავადმყოფოში ამ წლის თებერვალში ფილტვების ანთების დიაგნოზით მიიყვანეს. ექიმებმა რეჟისორი რეანიმაციაში გადაიყვანეს და ამ დრომე ხელოვნურ კომაში ამყოფებდნენ.

გიორგი დანელია, დაიბადა ქ. თბილისში, 1930 წლის 25 აგვისტოს. ქართველი და რუსი კინორეჟისორი, სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორადაც კი მუშაობდა.

დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია "მიმინო"(1977), "აფონია"(1975), "კინ-ძა-ძა"(1986), "შემოდგომის მარათონი" (1980), "მე დავდივარ მოსკოვში" და სხვა.

ლეგენდარულ რეჟისორს, გიორგი დანელიას, 1990 წელს, სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×