რეზონანსი
04.04.2019

 (რეზონანსი) ოჩამჩირეში, ექიმის ავტომანქანის აფეთქებაში ბრალდებული მისი შვილი, 1994 წელს დაბადებული დაურ ვოუბაა. მას დედის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი უკვე წარედგინა. დაურ ვოუბა გულირიფშის რაიონის სოფელ აგუძერაში დააკავეს. ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა "აფხაზია ინფორმი" ავრცელებს.

დაკავებულმა ე.წ. სამართალდამცველებს უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება. სააგენტოს ინფორმაციით, მან სამედიცინო შემოწმება ნარკოლოგიურ დისპანსერში გაიარა. დადგინდა, რომ ის "მეტადონის" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ოჩამჩირის სოფელ კუტოლში რამდენიმე დღის წინ, ადგილობრივი ექიმის ნადეჟდა ვოუბას ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგად ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. იგი სოხუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×