(რეზონანსი) თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დახურვის პირასაა. ამის შესახებ ინფორმაციას თავშესაფრის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი თქმით, თავშესაფარი ფინანსური პრობლემების გამო, ცხოველების მიღებას წყვეტს.
"ღრმა ფინანსური კრიზისის გამო, დღეიდან თავშესაფარმა შეწყვიტა ცხოველების მიღება. მომსახურე პერსონალიდან ნახევარზე მეტი დარჩა უმუშევარი. თავშესაფრის ბინადრები სანახევროდ მშივრები არიან, მაგრამ, ბუნებრივია, მათ ქუჩაში ვერ გავუშვებთ. ვის არ მიმართა ბატონმა თამაზმა, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ. აი, ეს არის ის მწარე რეალობა. აი, სწორედ ამის გამო ვეღარ გპასუხობთ ცხელ ხაზზე კეთილო ადამიანებო და ვერ გეხმარებით.
ნათქვამია, იმედი ყველაზე ბოლოს კვდებაო და როგორც ჩანს, ეს ბოლოც დაუდგა თავშესაფარს...". - წერია განცხადებაში
ძაღლების თავშესაფარი ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა 2004 წელს დაარსა. თავშესაფრის მთავარი ფუნქცია პატრონისგან მიტოვებული, დაკარგული, ქუჩის ძაღლების შეფარებაა.
"პრაიმტაიმი"