რეზონანსი
04.04.2019

 (რეზონანსი) გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე სა­ზა­რე­ლი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და - დარ­ბაზ­ში 15 „ოდე­ე­რი" პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო, - ამ სი­ტყვე­ბით ფრაქ­ცი­ის "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის წევ­რმა ადა მარ­შა­ნი­ამ გუ­შინ­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სხდო­მის წამ­ყვა­ნის თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლის მიერ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის­თვის მიკრო­ფო­ნის გა­თიშ­ვა გა­აპ­რო­ტეს­ტა.

რო­გორც ადა მარ­შა­ნი­ამ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ფრაქ­ცია პარ­ლა­მენ­ტის ეთი­კის საბ­ჭოს მი­მარ­თავს, რათა გუ­შინ­დელ სე­სი­ა­ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტი გა­ნი­ხი­ლოს, სა­დაც "თა­ვად ჩუ­გოშ­ვი­ლის მხრი­დან ჰქონ­და ად­გი­ლი არა­ე­თი­კურ საქ­ცი­ელს".

"პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­მა ემ­ზარ კვი­ცი­ანს მიკრო­ფო­ნი გა­მო­ურ­თო და შე­ა­ფა­სა მისი გა­მოს­ვლა, რო­გორც დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და არა­ე­თი­კუ­რი. უფრო მე­ტიც, მან გა­ბე­და და ემ­ზარ კვი­ცი­ანს მიკრო­ფო­ნი იმ დროს გა­მო­ურ­თო, როცა პატ­რი­არ­ქის ქა­და­გე­ბას კი­თხუ­ლობ­და და მას ცი­ტი­რებ­და - ესეც შე­ა­ფა­სა რო­გორც დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და არა­ე­თი­კუ­რი ტექ­სტი", - გა­ნა­ცხა­და ადა მარ­შა­ნი­ამ.

პარ­ლა­მენ­ტის გუ­შინ­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სხდო­მის წამ­ყვან­მა თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­მა დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ანს მის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის წარ­დგე­ნი­სას მიკრო­ფო­ნი გა­უ­თი­შა და ეთი­კის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და. ჩუ­გოშ­ვილ­მა კვი­ცი­ანს მი­მარ­თა, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გა­მოს­ვლე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და.

 

 

"ამბები.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×