(რეზონანსი) გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის ადვოკატის, მარიამ პაპოშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოში ჩვენების მიცემას და ყველაფრის მოყოლას გეგმავს. ნებიერიძის უფლებადამცველის თქმით, რალდების მხარეს საქმეში ექსპერტიზის დასკვნის გარდა, სხვა მტკიცებულებები არ აქვს.
„პირდაპირი მტკიცებულებები არ არის, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაზე ამყარებენ ბრალს. გასულ სხდომაზე დაკითხულ იაგო ნებიერიძის თანამშრომლებს ისეთი ჩვენება არ მიუციათ, რაც მას აღნიშნულ ბრალდებაში დაადანაშაულებდა. ვწუხვარ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვუთანაგრძნობ ოჯახსა და მთელ საქართველოს, მაგრამ ბრალდების მხარეს ჯერ ისეთი პირდაპირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც აღნიშნულ ბრალდებაში ნებიერიძეს დაადანაშაულებდა. ის დუმილის უფლებას იყენებს, მან დაზარალებულსაც მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სასამართლოში ყველაფერს იტყვის, დაველოდოთ", - აცხადებს მარიამ პაპოშვილი.