რეზონანსი
04.04.2019

 (რეზონანსი) პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი ნახეს. მოზარდი სახლის სახურავზე ასვლას და იქიდან პატარა დის სათამაშოს ჩამოღებას შეეცადა, როდესაც სახურავის რკინაზე ჰიჯაბით ჩამოეკიდა და გაიგუდა. შემთხვევის დროს ოჯახის 5 მცირეწლოვანი ბავშვი სახლში მარტო იყო. მშობლებს შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ტრაგედიის მიზეზების დასადგენად ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები. თავდაპირველად განიხილებოდა თვითმკვლელობის ვერსია, რასაც ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"სასწრაფო დახმარებას რომ დავურეკეთ, ცოტა დაიგვიანა და ჩვენ თვითონ მოვნახეთ მანქანა და გავუგზავნეთ, მაგრამ დაგვიანებული იყო, ვერ მიაღწიეს საავადმყოფომდე", - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ნეტსან ფარეულიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×