რეზონანსი
03.04.2019

გუ­შინ სა­ღა­მოს გაა­თა­ვი­სუფ­ლებული „კაბუ“ ჯერ­ჯე­რო­ბით, საფ­რან­გეთ­ში რჩე­ბა, რად­გან ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს. მისი მე­უღ­ლის ანუ­კი გი­ორ­გე­ლაშ­ვი­ლი ადასტურებს, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ თა­ვად მე­უღ­ლეს ესა­უბ­რა.

"ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. ამ ეტაპ­ზე ვერ მო­დის და საფ­რან­გეთ­ში, სა­სა­მარ­თლოს მო­ლო­დინ­ში რჩე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ი­რი მტი­კცე­ბუ­ლე­ბა არ აქვთ. სა­სა­მარ­თლო გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა, მა­შინ­ვე შე­ეძ­ლე­ბა წა­მოს­ვლა. „კა­ბუს“ გუ­შინ ვე­სა­უბ­რეთ, გა­მო­ვი­და და ეს ამ­ბა­ვი გაგ­ვა­გე­ბი­ნა“, - გა­ნუცხა­და "აიპიენს" გი­ორ­გე­ლაშ­ვილ­მა.

კახა აბუ­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა, აცხა­დე­ბენ, რომ ის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან ჯერ არ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მის მი­მართ სის­ხლი­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ჯერ შე­წყვე­ტი­ლი არ არის.

"კაბუ" ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით საფ­რან­გეთ­ში 2018 წლის 18 აპ­რილს და­ა­კა­ვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×