რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) პანკისის ხეობაში ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონა წინუბნის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაპირველად მისმა უმცროსმა ძმამ, შემდეგ კი სახლში დაბრუნებულმა დედამ ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს.

მოზარდს და-ძმამ ფეხსაცმელი სათავსოში აუგდო, მის ჩამოსატანად ასულ გოგოს ფეხი დაუცურდა და რკინის კონსტრუქციაზე თავსაბურავით დაეკიდა.

"როგორც გავიგეთ, გოგონა ასული იყო ფეხსაცმელის ჩამოსატანად. სკამიც ჰქონდა მიდგმული, როგორც ჩანს ვერ სწვდებოდა სათავსოს. უკან ჩამოსვლისას ფეხი ალბათ დაუცდა და თავსაბურავით რკინის კონსტრუქციაზე დაეკიდა. მან თავი ვერ გაითავისუფლა. დედმამიშვილები დედასთან დასაძახებლად გაიქცნენ, რომელიც ბაღში მუშაობდა, თუმცა დედამ შვილის გადარჩენა ვეღარ შეძლო" - ამბობენ "იმედთან" სოფელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×