რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაპირველად მისმა უმცროსმა ძმამ, შემდეგ კი სახლში დაბრუნებულმა დედამ ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს.

წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ხეზე ჰიჯაბით დაეკიდა, რამაც მისი მოგუდვა გამოიწვია.

ტრაგედიის მიზეზების დასადგენად სამართალდამცავები უკვე მუშაობენ.

მანამდე კი წინუბნის სკოლის ადმინისტრაციაში მხოლოდ უბედურ შემთხვევას განიხილავენ და ვერსიას, რომ შესაძლოა ბავშვმა თავი მოიკლა, კატეგორიულად გამორიცხავენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

(რუსთავი 2)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×