რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) პარლამენტი მარჯვენასაჭიანი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების რეგულაციასთან დაკავშირებით კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს. სხდომაზე დეპუტატმა გუგული მაღრაძემ დააყენა საკითხი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით:

"ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვართ და ევროპაში საერთოდ ვერ დავინახე მარჯვენასაჭიანი ავტომობილი. მესმის, რომ ერთი პერიოდი ეს იყო შედარებით იაფი, ამან ხელი შეუწყო ხალხს, რომ დასაქმებულიყო და სხვადასხვა, მაგრამ თანდათანობით ხომ უნდა შევზღუდოთ. ჰიბრიდულების ხათრით, რომ ნაკლები იქნება გადასახადი, შეიძლება კიდევ მეტი და მეტი შემოვიდეს მარჯვენასაჭიანი. ხომ არ დავსვათ საკითხი, რომ ვისაც ჰყავს კიბატონო, სანამ ივარგებს ეს მანქანები იმუშავებენ ჩვეულებრივად, მაგრამ ახალი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ შემოვიდეს ქვეყანაში",-განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×