რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) ექიმი რეპროდუქტოლოგი, კლინიკა "კარაფს მედლაინის" მეან-გინეკოლოგი მანანა ქოჩიაშვილი ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს ჩვილზე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ჩაისახა.

"ჩემს ხელში უამრავ პაციენტს გაუვლია, უამრავი საინტერესო და ტრაგიკული ისტორიით, ეს შემთხვევა არის ტრაგიზმის, გმირობის, სიყვარულის და სიხარულის შედეგად მიღებული ნაყოფი...in vitro განაყოფიერების პროცესში, სანამ დედის საშვილოსნოში ემბრიოტრანსფერი განხორციელდებოდა, 1 წლის და 8 თვის წინ ამ პატარა ანგელოზს მამა გარდაეცვალა და მომავალი დედა ნათია მესხია და ჩვენ ექიმები დავრჩით 1 ემბრიონის ანაბარა.

პასუხისმგებლობა ასმაგად დიდი იყო, რადგან ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა და ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ის ფაქტი, რომ არცერთი ნიუანსი არ უნდა გამოგვპარვოდა. ემბრიონი გადავიტანეთ და ორსულობაც დადასტურდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს საქმიანობაში ღმერთის ხელი რომ არა, ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით და განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს და თამარ ხასაიას. რომ არა შენ თამარ ჩვენ უძლურები ვიქნებოდით ამ დიდი გამარჯვებისთვის.

მე ვარ ბედნიერი თქვენით წინ დიდი მწვერვალები გველოდება დასაპყრობად" - აცხადებს მანანა ქოჩიაშვილი

 

 

"cyc.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×