რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) ნიანა რენატა 22 თვის იყო, როდესაც საბავშვო ბაღში დაჭრილი და გაფცქვნილი ვაშლი მიართვეს. ბავშვს ერთ-ერთი ნაჭერი გადასცდა. ინციდენტი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთის კუნძულის ქალაქ როტორუაში მოხდა.

30 წუთის განმავლობაში , ბავშვი ასფიქსიაში იყო და ბიჭუნას ტვინი ჟანგბადით არ მარაგდებოდა, რამაც ცენტრალური ნერვული სისტემის შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვია. ნიანა რენატა სამუდამოდ პარალიზებულია.

ინციდენტის დროს, ბავშვის დახმარება ბაღის პედაგოგებმა სცადეს. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას გულ-ფილტვის რეანიმაციაც ჩაუტარა, თუმცა ნიანამ პირიდან სისხლი ამოანთხია, გონება დაკარგა და სახეზე ფერი იცვალა. მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეს ბაღის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარებას. ბიჭუნა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან თითქმის 3 თვე გაატარა.

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×