რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) 4 წლის გოგონას საქმე - მცირეწლოვანის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე სასამართლო იწყება.

როგორც საქმის პროკურორი ლევან ჟორჟალაძე აღნიშნავს, ბავშვის დედის ლელა ქსოვრელს შესაძლოა, ბრალდება დაუმძიმდეს, რადგან მის კიდევ ერთი მცირეწლოვან შვილს დაღუპული გოგონას ძმას, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა.

მისი თქმით, თუ გამოძიება დადგენს დედის უშუალო შემხებლობას ლელა ქსოვრელს ბრალდება დაუმძიმდება.

"გვაქვს შესაძლებლობა, შესავალი სიტყვები წარმოვადგინოთ. ამის შემდეგ იქნება მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ დავიწყებთ მოწმეების დაკითხვით, რომლებიც საკმაოდ ბევრია. საქმე ხუთი ტომია მოწმეები დაახლოებით 70. ყურადღებას გავამახვილებთ პირდაპირ ძირითად მტკიცებულებებს და იმაზე, თუ რის საფუძველზე ვაპირებთ, სასამართლო დავარწმუნოთ ლელა ქსოვრელის ბრალეულობაში. ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ბავშვს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ლელა ქსოვრელის შერაცხადობაზე ექსპერტიზა დანიშნულია" - აღნიშნა საქმის პროკურორმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×