რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) "ძვე­ლი პური ახალ­ზე სა­სარ­გებ­ლო სუ­ლაც არ არის" პური უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­დუქ­ტია, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნი უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იკ­ვე­ბე­ბა. მას ჩვენს რა­ცი­ონ­ში შე­უც­ვლე­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ხა­რის­ხი­ა­ნი პური? - ამის შესახებ სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტმა,  ეთერ სარ­ჯვე­ლა­ძემ განაცხადა.

"რა­ცი­ო­ნი­დან პუ­რის სა­ერ­თოდ ამო­ღე­ბა, დიდი შეც­დო­მაა. ვინც დი­ე­ტის დროს პურ­ზე უარს ამ­ბობს, ვურ­ჩევ­დი: ჯო­ბია, მი­ი­ღონ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ცეხ­ვი­ლი პური მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, რად­გან პური ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს. დი­ე­ტის დრო­საც სა­ჭი­როა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პუ­რის მთლი­ა­ნად გა­მო­რი­ცხვა ფი­ზი­ო­ლო­გებს მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­აჩ­ნი­ათ. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნი პურს არ იღებ­დეს, მაგ­რამ კრე­მი­ან ნამ­ცხვრებს ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხილს ჭამ­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში წო­ნა­ში მა­ინც მო­ი­მა­ტებს. ამი­ტომ, პური უნდა მი­ვი­ღოთ იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რაც ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია - დღე­ში 2-3 ნა­ჭე­რი სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია - გა­აჩ­ნია, რა დო­ნის სიმ­სუქ­ნეს­თან გვაქვს საქ­მე. დი­ე­ტის დროს თეთ­რი პური არ უნდა მი­ვი­ღოთ, ასე­ვე არ არის სა­სურ­ვე­ლი ახალ­გა­მომ­ცხვა­რი, ცხე­ლი პუ­რის მირ­თმე­ვა. პურ­მა გა­ცი­ვე­ბა უნდა მო­ას­წროს, რათა გა­მო­ცხო­ბი­დან 2-3 სა­ა­თის შემ­დეგ სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნოს", - განაცხადა ეთერ სარჯველაძემ "ამბები.ჯი" - სთან.

 

ამბები.ჯი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×