რეზონანსი
03.04.2019

 მახინჯაურის გვირაბთან დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×