რეზონანსი
03.04.2019

 რუსთავში, XIV მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცებმა მაღაზიის გამყიდველს ალკოჰოლური სასმელები მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი სცემეს. 63 წლის მამაკაცს ახალგაზრდები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავზე ბოთლი გადაამტვრიეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. დაშავებული მამაკაცი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით პოლიციამ მომხდარის გამო 3 მამაკაცი დააკავა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×