რეზონანსი
03.04.2019

 ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სანაცვლოდ მაშინდელი ხელისუფლება რუსეთს სთავაზობდა მოლაპარაკებას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ტერიტორიების სანაცვლოდ მთავრობა მზად იყო ნატოზე ეთქვა უარი.

"ვთავაზობდით მოდით რამეში გავცვალოთ, თუ ტერიტორიებს მოგვცემდნენ ყველაგერზე უარს ვამბობდი მათ შორის ნატოზეც კი... 2008 წლის დასაწყისში პირდაპირ ვუთხარი, ახლავე გიწერთ ხელს, ნატოზეც უარს ვამბობ, ტერიტორიები დაგვიბრუნეთ დავამყაროთ მშვიდობა", - ეს ამონარიდი ნიკა გავარმიამ სააკაშვილს გადაცემა "აქცენტებში" წაუკითხა.

სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ამ საუბრი მოწმე არის გრიგოლ ვაშაძეც, როდესაც რუსეთს მოლაპარაკებებს სთავაზობდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების სანაცვლოდ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×