რეზონანსი
03.04.2019

 მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ” პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ავრცელებენ.

კახა აბუაშვილი საფრანგეთში გასულ წლის აპრილში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით კახა აბუაშვილთან ერთად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი დააკავეს, კერძოდ, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ასევე, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას.

"ცოტა ხნის წინ და­მი­რე­კა მის­მა მე­გო­ბარ­მა და ეს ამ­ბა­ვი გვაც­ნობ­და. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, ჯერ მას­თან არ მი­სა­უბ­რია" - აღ­ნიშ­ნა კახა აბუ­აშ­ვი­ლის დედა ცირა ნავ­რო­ზაშ­ვი­ლმა. ოჯახის წევრებმა ჯერ არ იციან როდის დაბრუნდება რეპერი საქართველოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×