რეზონანსი
03.04.2019

 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ექსპერტიზასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა, რადგან მაშინ ასეთი ვალდებულება უწყებას არ ჰქონია.

"2014 წლის 14 მაისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, რომელმაც საკუთარ თავზე დანიშნა ამბულატორიული სამედიცინო შემოწმება, სხეულზე არსებული დაზიანებისა და მათი ხანდაზმულობის შესახებ. დასკვნა გაიცა 2014 წლის 20 მაისს.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა.

აღნიშნული ვალდებულება ბიუროს გააჩნია 2017 წლის პირველი ივნისიდან "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის საფუძველზე.

აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლების საფუძველზე, მითითებული აქტი საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის პირველი სექტემბრიდან", – აღნიშნულია ექსპერტიზის ბიუროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×