რეზონანსი
02.04.2019

 (რეზონანსი) გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი ხვალ, 3 აპრილის, 18:00 საათზე დასრულდება.

ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.

გამოცდებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) გადიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×