რეზონანსი
02.04.2019

 (რეზონანსი) ერთ-ერთ ბავშვთა გასართობ ცენტრში სიმაღლიდან დაშვებისას 8 წლის ბიჭი დაშავდა. როგორც აღმოჩნდა, თოკი სამაგრიდან ამოვარდა და ბავშვი 2-3 მეტრის სიმაღლიდან ხერხემლით დაეცა მეტლახის იატაკზე.

"ბოიარდის ტიპის აქტივობა იყო. თოკი გაწყდა და ბავშვი ზურგით დავარდა" - ამბობს ბიჭის დედა.

ცენტრში კი აცხადებენ, რომ ეს აქტივობა მშობლის მოთხოვნით დაგეგმეს.

"ეს პროგრამა პირველად გავიდა, იყო მშობლის მოთხოვნით. თოკი მე არ გამიჭიმია, მაგრამ მე შევამოწმე, თავად ვისრიალე" - აცხადებს გასართობი ცენტრის დირექტორი ნათია კალანდარიშვილი.

(მშობლები.ჯი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×