(რეზონანსი) შეთანხმება შედგა -130-მა დევნილმა ოჯახმა "დირსი" დატოვა - ეს გადაწყვეტილება დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
იმ შემთხვევაში, თუ დევნილები "დირსის" საცხოვრებელ კორპუსს დატოვებდნენ, 2020 -წლამდე მათ ბინები გადაეცემოდათ, სწორედ ამ დაპირების შემდეგ დევნილებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და მოლაპარაკებებზე წასვლა გადაწყვიტეს.
"მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ 2020 წლამდე ის ადამიანები, ვინც ტერიტორიაზე ვიყავით, დავკმაყოფილდებით ბინებით. ეს განისაზღვრა როგორც ქულებით, ასევე სოციალური მდგომარეობით. ხვალ უნდა წავიდეთ სამინისტროში, შევავსოთ აპლიკაცია სახლების მიღებასთან დაკავშირებით". - განმარტა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა.
"დირსის" მშენებარე ორ კორპუსში აფხაზეთიდან დევნილი 180-მდე ოჯახი კვირას შეიჭრა.