რეზონანსი
02.04.2019

 (რეზონანსი) შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს, როცა იქნება, - ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილი აკეთებს/

„მნიშვნელოვანია, რომ არ ივიწყებენ ჩემს შვილს. გამოძიებამ რაც შეძლო, არ დაიშურეს ძალისხმევა და ორი პიროვნება მაინც დაადგინეს, ის ორი დამნაშავე, რომლებმაც დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა, ყველამ ვიცით, რომ გამოძიებას იქით მხარეზე ხელი არ მიუწვდება. იმედი მაქვს და შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს, როცა იქნება", - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

დღეს არჩილ ტატუნაშვილს 36 წელი შეუსრულდებოდა. ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 23 თებერვალს მოკლეს. ქართული მხარე მისი ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ის „წითელი ჯვრის" ჩართულობით, ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×