რეზონანსი
02.04.2019

 (რეზონანსი) საცხოვრებელ კომპლქს "დირსის" ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი ძალები მიიყვანეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომპლექსში უკვე რამდენიმე დღეა დევნილები არიან შესული და ბინების გადაცემას ითხოვენ. მათ ხელისუფლებას ვადა დღეს 18 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

მეოთხე დღეა, „დირსის" საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე კორპუსში ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რჩებიან. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას ითხოვენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს.

„დირსში" 150-მდე ოჯახია შესული.

დღეს "დირსშიც" გაკეთდა განცხადება და კომპანიის ხელმძღვანელობამ დევნილების ეს ნაბიჯი "კერძო საკუთრების ტყვედ აყვანად" შეაფასა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×