რეზონანსი
02.04.2019

 (რეზონანსი) გერმანიაში, 75 წლის მამაკაცზე თავდასხმისა და ძარცვის ბრალდებით, საქართველოს 27 წლის მოქალაქე მამაკაცი გამვლელებმა დააკავეს. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

თავდასხმის დროს, ხანში შესული მამაკაცი ძირს დაეცა და ჩანთის გადარჩენას ცდილობდა. მან მენჯის ძვალი დაიზიანა და ახლა საწოლს არის მიჯაჭვული.

თავდამსხმელმა შორს გაქცევა ვერ მოახერხა - თვითმხილველებმა იპოვეს, დააკავეს და პოლიციას გადასცეს. ის 27 წლის ქართველი აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×