რეზონანსი
02.04.2019

 (რეზონანსი) ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლში ავტომანქანის აფეთქების შედეგად ქალი დაშავდა. ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „აფხაზია ინფორმი", სოციალური ქსელის მომხმარებელზე დაყრდნობით, ავრცელებს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო ოჩამჩირის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის, ნადეჟდა ვოუბას ავტოამანქანის ქვეშ. შემთხვევა დაახლოებით დილის 9 საათზე მოხდა. დაშავებული მედიკოსი გულრიფშის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ერთი ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

სხვა დეტალები არ ხმაურდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×